დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება, ასევე გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და დღეს აზერბაიჯანელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელებენ, სადაც ერთობლივად არიან ჩართულები საქართველო და აზერბაიჯანი.

ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურას.

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია წარმოდგენილი იქნება დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებით, სადაც მსჯელობა გაიმართება სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე, სადაც ერთობლივად ვართ ჩართული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საუბარი ასევე იქნება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურაზე და ვფიქრობ, მთავრობათაშორისი კომისია არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პერსპექტივები იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა