კახა კალაძე - არავის უნდა მიეცეს პროვოკაციების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა ექნებათ - ოპოზიციის ხელწერა ვიცით

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას პროვოკაციასთან კავშირი არ აქვს. თუ ის ჩამოვა, მას დააკავებენ და პასუხისგებაში მისცემენ, ძალიან მარტივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადება შეაფასა, რომელშიც კალიურანდისმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოში პოლარიზაციის შემსუბუქებას მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს და პროვოკაციები არ უნდა დაუშვას.

კალაძის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისთანავე შესაბამის სამსახურებს სამართლებრივი რეაგირება ექნებათ.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. არავის უნდა მიეცეს პროვოკაციების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ექნებათ ამის მცდელობა. მათი ხელწერა ვიცით. ყველაფერს მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან საქართველოში პოლარიზაციის შემსუბუქებას მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს, ამასთან, პროვოკაციები არ დაუშვას.

„ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ“, - განაცხადა კალიურანდმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს