გიორგი ვაშაძე - რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ მიხეილ სააკაშვილზე, მით უკეთესია გამარჯვებისთვის

პირდაპირ მინდა ვთქვა, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ მიხეილ სააკაშვილზე, მით უკეთესია გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა ნიკა მელიას განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდოდ დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა ის პრეზიდენტმა შეიწყალოს.

„ქართული ოცნების“ სტრატეგიაა მიხეილ სააკაშვილისგან შექმნას საფრთხობელა და შეშინებულ ხალხს უთხრას, მხოლოდ მე ვარ სტაბილურობის ფაქტორიო. ამიტომ, „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ ჭორებსა თუ რაღაც საკითხებზე, მით უკეთესია იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყოს საქართველოში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ რამდენიმე პროკურორს სასწრაფოდ დაავალეს ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს სათადარიგო გეგმა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს