შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამის არანაირი მოლოდინი არ არსებობს.

„საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის" საქმე. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის ნიშანი უნდა აღსრულდეს თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ვალერის გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა