ნიკა მელია - ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს და მონაწილეობა მიიღოს  იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება

ყველა ემიგრანტს მეც ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს 2 ოქტომბრისთვის და მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიულ მოვლენაში, იმ ზეიმში, რომელსაც ადგილი აუცილებლად ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, რამდენად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე, რომელთაც აქვთ არამხოლოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხთან ერთად დადგნენ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ „ციური მანანას“ იმედი აქვთ.

„როდესაც რეჟიმი მარცხდება, ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს იზეიმონ. მე ვფიქრობ, რომ ამას ადგილი ექნება. ხმების დაცვის ძირითადი გამოსავალი არის მაღალ აქტიურობაში, რის მზაობასაც ვხედავ საზოგადოებაში. „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვთ. თავადვე ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, ამ დროს ესაუბრებიან თავისი პარტიის აქტივისტებს და წევრებს, რომ 2 ოქტომბერს 23:00 საათზე არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა. 43%-ის აღების იმედი თავადაც აღარ აქვთ და ეუბნებიან თავიანთ ამომრჩევლებს, ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებაო. რამდენად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე, რომელთაც აქვთ არამხოლოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხთან ერთად დადგნენ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს