ზურა ჯაფარიძე - როცა დამკვირვებლები მეკითხებიან, სად არის დარღვევების ფაქტი, ჩემი პასუხია - ეს იგივეა, მომთხოვო, მოვიტანო მტკიცებულებები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს „გულაგში“ - ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს, ძალიან რთულია

ხმების დაცვასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემების ფაქტობრივი დადასტურება ძალიან რთულია. როდესაც დამკვირვებლები მეკითხებიან, სად არის დარღვევების ფაქტი, ჩემი პასუხია - ეს იგივეა, მე მომთხოვო მოვიტანო იმის მტკიცებულებები, საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა „გულაგში“. ვერ დავდებთ ასეთ მტკიცებულებებს, ძალიან რთულია, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამართულ, წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რეჟიმის პირობებში მოსყიდვისა და დაშინების მტკიცებულებათა მოპოვება არის ძალიან რთული.

„გვეუბნებიან, წადით და თქვენ თვითონ სცადეთ, იპოვოთ ადამიანი რეგიონში, რომელიც მოვა თქვენთან და დაგელაპარაკებათ. დღეს დამიდასტურეს, რომ თვითონაც ვერ პოულობენ ასეთ ადამიანს. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პარალელურ დათვლას ახორციელებს, მათ შორის „თავისუფალი არჩევნები“ და სხვ. ამის გარდა თითქმის ყველა უბანზე ვიცით, ვინ არიან ოპოზიციური პარტიების მხრიდან კომისიის წევრები, წარმომადგენლები, არასამთავრობოების დამკვირვებლები და ამის დახმარებით გვექნება საშუალება, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ.

რამდენიმე რეგიონში გვეყოლება ჯგუფი, რომელიც რეაგირებას მოახდენს თუ რაიმე დარღვევა იქნება. ასეთი ტიპის კოორდინაცია აქამდე არ არსებობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი 100%-ით დალაგებული გვაქვს. ამ არჩევნებზეც იქნება შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს იყიდიან, ამას 100%-ით ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ხმების დაცვის ხარისხი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე იყო შარშან“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა