ნიკა მელიას განცხადებით, თბილისში მეორე ტური განსაზღვრავს, ვინ იქნება მერი, თუმცა პირველ ტურში ოპოზიცია საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერობის არჩევნებში სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მეორე ტური განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, თუმცა პირველ ტურში ოპოზიცია საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარდგენილი და „2 ოქტომბერს შეგვეძლება თქმა, რომ ხელისუფლებამ წააგო თბილისი“.

„ძალიან მაინტერესებს რომელ პოლიტიკურ ლიდერს სთხოვს „ქართული ოცნება“ ჩაატაროს ბრიფინგი და საზოგადოებას ამცნოს, რომ ნიშნავენ ახალ საპარალამენტო არჩევნებს. მათ მოუწევთ ამის გაკეთება, რადგან არჩევნებს აგებენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხი აბუჩად თავს აღარ აიგდებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან.

რაც შეეხება კახა კალაძეს, ამას 2 ოქტომბერს ვნახავთ, არ ვიქნები ადამიანი, რომელიც ტყუილს იტყვის, თბილისში, რა თქმა უნდა, არის მეორე ტური. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ბატონი კალაძე იპოვის ძალას და ყველა ტელეკომპანიაში დაჯდება რეალურ დებატებში.

მეორე ტური იქნება თბილისში და განსაზღვრავს ვინ იქნება დედაქალაქის მერი. მაგრამ, პირველ ტურში თბილისში გაიმარჯვებს და ოპოზიცია უკვე იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი საკრებულოში. 2 ოქტომბერს შეგვეძლება თქმა, რომ ხელისუფლებამ წააგო თბილისი. ამას კვლევებიც აჩვენებს, რომ ხელისუფლება პირწმინდად მარცხდება ოპოზიციასთან. თუ რა იქნება მეორე ტურში, ამას ვნახავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო