ნიკა მელია - 2 ოქტომბერს, ყველა საარჩევნო უბანთან სანდო ადამიანები დადგებიან - გაყალბებას გამბედაობა სჭირდება, რაც ხელისუფლებას არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანთან მაჟორიტარების, გუნდის წევრების ყველაზე სანდო ადამიანები დადგებიან.

როგორც ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება „ქართულ ოცნებას“ ვეღარ გამოუვა.

„გაცილებით აქტიურები უნდა ვიყოთ, დემოკრატიულმა ტალღამ უნდა დაარტყას რეჟიმს 2 ოქტომბერს. გაყალბებას, რომელსაც ვაღიაროთ, გამბედაობა სჭირდება ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად იციან, რომ ამ არჩევნებს წააგებენ და ახალი არჩევნები ჩაინიშნება, უბრალოდ ისინი ვერ მოიკრებენ, გამბედაობა არ აქვთ.

კარგია, რომ ბევრ პოლიტიკურ პარტიას უბანზე ჰყავს კომისიის ბევრი წევრი. ეს სიახლეა და ნამდვილად მისასალმებელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გავაკეთეთ ანალიზი და შარშანდელი არჩევნების შემდეგ კომისიის წევრების 50% შევცვალეთ. დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახალი ადამიანებით არიან დაკომპლექტებული და არც ის არის დასამალი, რომ ყველა უბანზე დადგებიან ყველაზე სანდო ადამიანები ჩვენი გუნდის წევრების, მაჟორიტარების. ოჯახის წევრები დადგებიან და ასე აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია, მაგრამ გვახსოვდეს მაღალი აქტივობა, საარჩევნო უბნებზე ინტენსიური მისვლა ხელისუფლებას დღის პირველ ნახევარშივე აიძულებს, რომ ხელი აიღოს დანაშაულის ჩადენაზე. დიახაც, დანაშაულია, როდესაც ის ცდილობს გააყალბოს არჩევნები, რაც მას არ გამოუვა. ხალხო, არის ეტაპი, როდესაც არჩევნები ვეღარ ყალბდება . არის მოცემულობა, როდესაც მანიპულაციებით უკვე ფონს ვეღარ გადიხარ, ეს ეტაპი უკვე არის 2 ოქტომბერი“, - აცხადებს ნიკა მელია.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში