ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა.

როგორც თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სპორტის მუზეუმის შესაფერისი საგამოფენო დარბაზის შექმნისთვის მუშაობა დაწყებულია, „ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დღეიდან ქართული სპორტის მუზეუმზე იზრუნებს.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა, სპორტის ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია, რაც სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ეს ექსპონატები დღემდე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ყუთებშია მოთავსებული და რეალურად სპორტის მუზეუმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. სამინისტროს მიზანია, რომ ქართული სპორტის ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი თასები, მედლები თუ სხვა ექსპონატები იყოს არა ყუთებში, არამედ სპორტის გულშემატკივარს და თავად სპორტსმენებსაც ხელი მიუწვდებოდეთ მათზე.

თეა წულუკიანის თქმით, დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ სპორტის მუზეუმს ჰქონდეს შესაფერისი საგამოფენო დარბაზი და ამ პროცესს სამინისტროსთან ერთად დღეიდან სახელოვანი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე უხელმძღვანელებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, ნინო სალუქვაძე ქართული სპორტის ლეგენდაა, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის გამარჯვების ფასი და ის ქართული სპორტის საგანძურს ყველაზე კარგად მოუფრთხილდება.

შეგახსენებთ, ნინო სალუქვაძე გახლავთ ერთადერთი ქალი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ის იყო საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ტოკიოში ახლახან დასრულებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სპორტის მუზეუმია. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს