რომან გოცირიძე - ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის მოსიარულე არაადეკვატურობა

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის მოსიარულე არაადეკვატურობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს, თუ ის საქართველოში ჩამოვა, გაბრაზებული ხალხი დახვდება.

გოცირიძის თქმით, პარტიული ორგანიზებით არჩევნების დღეს რაიმე გამოსვლა არ იგეგმება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკაცია შესაძლოა, პირიქით, ხელისუფლებისგან იყოს მოსალოდნელი, ხოლო თუ ცალკეული მხარდამჭრები სააკაშვილს დახვდებიან, ისინი ხელისუფლების პროვოკაციებს არ წამოეგებიან.

"სადაც კი ღარიბაშვილი ფეხს გადადგამს და რამეს იტყვის, ყველგან სრულად აცდენილია რეალობას და კონტექსტს. ახლა ამბობს, რომ თურმე აეროპორტის ტრასის გადაკეტვას ვაპირებთ, ეს არ გაბედონ, თორემ 100 000 კაცს გამოვიყვანთო, რისი 100 000 კაცის გამომყვანია? -გამოკითხვები რას აჩვენებს, ვხედავთ, მაგრამ წინასაარჩევნოდ უნდათ შექმნან ვითომ აგრესიული ქმედებების განწყობილება, დაახლოებით ისეა, წინასაარჩევნოდ რომ გვაბრალებდნენ, 1000 საბურავი აქვთ სადღაც შენახულიო. პარტიულად, ორგანიზებულად არავითარი გამოსვლა არ იგეგმება, რადგან იმ დღეს ყველანი ვართ საარჩევნო უბნებზე, კბილებით, თვალებით, ხელებით ვიცავთ საარჩევნო საარჩევნო ყუთებს, დათვლის პროცესს. ხოლო თუ ცალკეული ადამიანები დახვდებიან სააკაშვილს და რამდენი იქნებიან, ამის თქმა მიჭირს, არავითარი ძალადობრივი და დესტაბილიზაციის მომტანი ქმედება არ იქნება, პროვოკაცია შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამას არ წამოვეგებით,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს