ჯანდაცვის მინისტრი და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა შეეხებოდა 2022 წლიდან კარგი საწარმოოო და სადისტრიბუციო პრაქტიკაზე გადასვლის საკითხს. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზაალ კაპანაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ გარემო, სადაც მედიკამენტები იწარმოება, შესაბამისად სტრუქტურიზებული იყოს და მოქალაქეებს ხარისხიანი მედიკამენტები მიეწოდოთ.

„2022 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანიებს აქვთ ვალდებულება განახორციელონ კარგი საწარმოო და სადისტრიბუციო პრაქტიკა. აღნიშნული წარმოადგენს ხარისხობრივ შემადგენელ ნაწილს. სამინისტრო, ასოციაცია, მწარმოებლები და რეგულაციების სააგენტო ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც იწარმოება მედიკამენტები, იყოს შესაბამისად სტრუქტურიზებული, რათა მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტები.

აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა რამდენჯერმე გადავადდა. 2016-დან 2018 წლამდე. ბოლო ვადა, რაც 2018 წლის შემდეგ დადგინდა არის 2022 წლის 1-ელი იანვარი.

აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა კომპანიებს მისცემს საიმპორტო საშუალების გაზრდის მეტ მოცულობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის",-განცხადა კაპანაძემ.

ამასთან, ზაალ კაპანაძე განმარტავს, მიზეზებს, რატომ გადავადდა ეს პროცესი 2022 წლამდე.

„გადავადება მოხდა მწარმოებლებთან კონსულტაციის შედეგად. ისინი იმ დროისთვის ვერ ჯდებოდნენ სტანდარტებში, გარკვეული ტექნიკური გადაიარაღება იყო საჭირო, რომ ეს სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ. შესაბამისად, ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გადავადდა", - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო