ქუთაისის უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

2021 წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენცია დისტანციურად გაიმართება, ელექტრონული პლატფორმა ZOOM- ის გამოყენებით.

„კონფერენციის მიზანია სამეცნიერო წრეებში მოხდეს რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის Covid-19-თან დაკავშირებული პრობლემები, მათი გადაწყვეტის გზები ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში.

კონფერენცია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი, უნივერსიტეტი ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უნივერსიტეტის პარტნიორი უცხოური სასწავლებლების პროფესორები.

სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება და მას უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნის. კონფერენციაზე დასწრება შეეძლება უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ქუთაისის უნივერსიტეტი 1991 წელს „სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის“ სახელით დაფუძნდა, რომელიც რეგიონში პირველ კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენდა. დაფუძნების დროს უნივერსიტეტს ეკონომიკისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამები ჰქონდა, ამჟამად უნივერსიტეტს სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვს ავტორიზაცია, მათ შორის გასულ წელს უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი შეემატა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს