ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტისგან. მისი როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს“, – წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს