ნათია მეზვრიშვილი - სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია, მისი კომენტარები ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს ემსგავსება

სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია, მისი კომენტარები ემსგავსება ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ნარკოტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, კალაძე მის განცხადებაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს და არჩევნებზე „ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს რა როლი ჰქონდა მას ამ ყველაფერში“.

,,თუ ვინმემ ვინმეს რამე დააბრალა, ეს იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები კალაძის მეთაურობით, რომლებმაც გიორგი გახარიას ბევრი რამ დააბრალეს. კახა კალაძე ამ პროცესისგან ვერ დისტანცირდება, იმ პროპაგანდისტული მანქანის სათავეში, რომელიც ხელისუფლებამ ჩართო, სამწუხაროდ, იდგა კახი კალაძე. რამდენიც არ უნდა ეცადოს ამ ყველაფრისგან დისტანცირდეს, თუ მის ბოლო დღეების განცხადებებს ვნახავთ, სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია, მისი კომენტარები ემსგავსება ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს. ის ამ პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს და არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს რა როლი ჰქონდა მას ამ ყველაფერში“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა