ნიკოლოზ სამხარაძე - სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლება აქვს, თუმცა, არ მგონია, სააკაშვილი შეიწყალოს

შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ მგონია, სააკაშვილი შეიწყალოს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას "ზღაპარს" უწოდებს.

„არ მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლა მომგებიანი იყოს ვინმესთვის. ისიც არ მგონია, რომ ჩამოვიდეს, ასეთი ზღაპრები მე-18 არის დაანონსებული.

თუ ის მაინც ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ აღსრულებული იქნება ის განაჩენი, რაც სასამართლოს აქვს გამოტანილი.

შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, თუმცა, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის რომელიმე მომენტში შეიწყალოს სააკაშვილი,"- განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს