თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ზურგი აქცია ევროკავშირს, მათ შორის, ბოკუჩავა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.

„2019 წელს ეს მეტწილად დაკავშირებული იყო კრიმინოგენურ ვითარებასთან და აქედან გამომდინარეობდა რეზერვაციები, რომელიც ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს ჰქონდა უვიზო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ახლა თუ ეს საკითხი განიხილება და ვადასტურებ, რომ სამწუხაროდ განიხილება და განიხილება პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ეს მოცემულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ "ქართული ოცნება" გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით, უარს აცხადებს ევროკავშირის დახმარებაზე და ზურგს აქცევს ევროკავშირს. სამწუხაროდ, ევროკავშირს შეუძლია განიხილოს ისეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის მთავარი სიკეთის შეფერხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს