ამირან გამყრელიძე - სივრცეებში „მწვანე პასპორტებით“ დაშვების მექანიზმზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის აცრების 60%-იან მოცვაზე ავიდეთ

რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს სივრცეებში მწვანე პასპორტებით დაშვების მექანიზმი. ჩვენთან ამაზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ავიდეთ 60%-იან აცრის მოცვაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამცრელი ბრიგადებით აქტიურად უნდა მივიდეთ მოსახლეობასთან და ადგილზე, ყველა სოფელსა თუ დაბაში ჩავატაროთ როგორც კამპანია, ასევე აცრები.

მისივე ინფორმაციით, სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ვაქცინაციის ტემპი.

,,დღევანდელი მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის 27.9%-ია ორჯერადად აცრილი. ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპი გვქონდა და 23 000 აცრა ტარდებოდა დღიურად, ამასთან 16 სექტემბრამდე 24 000 აცრა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის საშუალო მონაცემი დავარდნილია 12 500-მდე, რაც არ არის კარგი და საჭიროა ტემპის აქსელერაცია. სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი. ერთ-ერთი მთავარი პირველადი ჯანდაცვის ფართოდ ჩართვა და მათი მეტად წახალისება იქნება. ამცრელი ბრიგადებით აქტიურად უნდა მივიდეთ მოსახლეობასთან და ადგილზე, ყველა სოფელსა თუ დაბაში ჩავატაროთ როგორც კამპანია, ასევე აცრები. გარდა მასობრივი საინფორმაციო კამპანიისა არ გამოვრიცხავთ არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანასაც. სკოლები უნდა იყოს სრულად 80.90%-ით აცრილი, ყველა სკოლის დირექტორი მოუწოდებს მშობლებს, რომ იყვნენ აცრილები. ასევე, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს სივრცეებში მწვანე პასპორტებით დაშვების მექანიზმები. ჩვენთან ამაზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ავიდეთ 60%-იან მოცვაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა