გიგა ბოკერია - რადგან თქვეს, რომ პოლიტიკურ  შინაარსს არ აქცევენ ყურადღებას, მივმართავთ კომპანია „ალმას“, იმავე სტანდარტებით და პირობებით განათავსონ ჩვენი პოსტერი ბილბორდებზე

მივმართავთ კომპანია „ალმას“ რადგან თქვეს, რომ პოლიტიკურ შინაარსს არ აქცევენ ყურადღებას, იმავე სტანდარტებით და პირობებით განათავსონ ჩვენი პოსტერი ბილბორდებზე,

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" აქტივისტებს მთელი ღამის განმავლობაში დასდევდა პოლიცია პოსტერების გაკვრის გამო.

მისივე თქმით, მათი პარტია გააგრძელებს იმ პოსტერების გავრცელებას, რომელიც, ბოკერიას განმარტებით, "თბილსერვისმა" უკვე ჩამოხსნა.

„საზოგადოებამ იხილა, რომ “ევროპულ საქართველოს” აქტივისტებს ჰქონდათ აქცია გუშინწინ ღამით და გუშინ დღისით მთელს ქალაქში, ამ პოსტერების გაკვრისა, რაც არის პოლიტიკური სატირა და სიმბოლური დემონსტრირება, თუ როგორი ქვეყნის აშენებას აპირებს ივანიშვილი საქართველოში და რატომ გვითხრა ასე გულწრფელად, რომ მისი შთაგონების წყარო იყო ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა”, პლაკატების გაკვრის ღამეს უდიდესი რესურსი დაახარჯინეს პოლიციელებს, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ. ისინი დასდევდნენ ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი ქმედება იყო მთლიანად კანონის ფარგლებში, მაგრამ ცოტა ხანში “თბილსერვისი” ჩაერთო საქმეში და ჩვენ ვნახეთ, რომ ასე ეფექტურად არ უმუშავიათ ქალაქის დასუფთავებაზე არასოდეს, მთელი ეს აპარატი ემსახურება ივანიშვილის თავმოყვარეობას და ამას ასე უტიფრად სახეში გვახლიან, სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ეს პლაკატები აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული, ჩვენ გავაგრძელებთ მის გავრცელებას, ამას გარდა გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, ყველამ იცის ეს სამარცხვინო ამბავი „სისხლიანი ბანერების“, რომლებიც გადააკრეს ვაქცინაციის ბანერებს და როგორი იყო ურთიერთ დამოკიდებულება და თითის გაშვერა, ჩვენ ახლა მივმართავთ კომპანია „ალმას“, რადგან მათ თქვეს, რომ პოლიტიკური შინაარსი არაფერ შუაშია და ისინი უბრალოდ კომერციული სტრუქტურა არიან, ვინც იმავე სტანდარტით და თანხის ოდენობით მოითხოვს რეკლამის განთავსებას, მასაც განათავსებინებენ ბილბორდებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივუტანოთ ეს პოსტერი, რათა ნებისმიერ ცენტრალურ ადგილას განათავსონ ბანერი და მოველით მათ პასუხს შემდეგი ორი დღის განმავლობაში სანამ წინასაარჩევნო კამპანიაა, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ კომპანია „ალმას“ პასუხს ან თუ პასუხი არ არის ნათელ დადასტურებას იმისა, რომ კომერციული ორგანიზაციაც კი ასე დამოკიდებულია სამთავრობო პარტიაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა