ვახტანგ მეგრელიშვილი - ვიოლა ფონ კრამონის განცხადება აღვიქვი, როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან

ვიოლა ფონ კრამონის განცხადება აღვიქვი როგორც რაღაცნაირი დაღლილობა ჩვენი პრობლემებისგან - ნამეტანი მოგვივიდა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, თავად პრობლემა გახდა საუბარი, ჩამოვა თუ არ ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

"მთელი პოლიტიკური პროცესი ამ თემას აქვს წაღებული და ადგილი არ რჩება რეალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ქვეყანაში არც არაფერი ხდება საიმისო, რომ ერთი ადამიანის ჩამოსვლა დესტაბილიზაციას იწვევდეს საქართველოსთვის", - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პოლარიზებულ საქართველოს გადამწყვეტი არჩევნები ელოდება. ნავი კი არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაარყიოს. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. კრამონის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. კრამონის განცხადებით, ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო