გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ კვლევები მათთვისაც არ არის სანდო, არა თუ მხოლოდ ჩემთვის - ეშინიათ არჩევნების შედეგების

ეს ყველაფერი იმიტომ სჭირდებათ, რომ საპროტესტო ამომრჩევლის დემორალიზება მოახდინონ, დანერგონ უიმედობა, რომ არ მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ეშინია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების.

„მათთვისაც არ არის სანდო, არა თუ მხოლოდ ჩემთვის. მათი მთელი რიტორიკა იმაზე, რომ არჩევნები არ დაინიშნება სულ რომ 2% ავიღოთო და რის გამოც საკუთარ შეთანხმების ვალდებულებაზე უარი თქვეს, ადასტურებს იმას, რომ ეს ასე არ არის, ეშინიათ ამ არჩევნების შედეგების. ეგ რომ ეგრე არ იყოს, რა საჭირო იქნებოდა მთელი ეს კამპანია. ეს კამპანია, მთელი მათი უტიფარი ნიაღვარის, რომ 1%-ზეც ფეხზე გვკიდია, გავედით ხელშეკრულებიდან იმიტომ, რომ იქ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, ეგეც სისულელეა, ხელშეკრულება იმათ შორის არსებობს, ვინც ხელს აწერს, ვინც ხელი არ მოაწერა, იმას ვერ დააბრალებ ხელშეკრულების დარღვევას. მათ ეს ყველაფერი იმიტომ სჭირდებათ, რომ საპროტესტო ამომრჩევლის დემორალიზება მოახდინონ, დანერგონ უიმედობა, რომ არ მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე. თუ მათი კვლევა რეალური იქნებოდა, მაშინ იტყოდნენ რომ ასრულებენ მოვალეობას და არჩევნებს წელში გამართულები მოიგებდნენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ კვლევის შედეგებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ოცნებას“ გამოკითხულთა 51,4% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 25,9%, პარტია „საქართველოსთვის“ - 5,6%.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს