გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ კამპანიაზე პასუხისმგებელი არის დამკვეთი, ანუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა

„ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ბიოგრაფია არის ამ ტიპის სიბინძურის ნიაღვარი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასა და კონსულტანტზე დასმულ შეკითხვას.

ბოკერიას თქმით, "ქართულ ოცნებას" იმიტომ აიგივებენ "ცხოველთა ფერმასთან," რომ მას არაფერი აქვს სათქმელი.

„აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ კონსულტანტმა რაღაც ურჩია, კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ქვეყნიდან, ხაზგასმა ხდება ხოლმე, რომ ის უცხოელია. პასუხისმგებელი არის დამკვეთი ანუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, კონსულტანტი აკეთებს იმას, რასაც დაუკვეთავენ. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მთელი ბიოგრაფია არის ამ ტიპის სიბინძურის ნიაღვარი. ყველა წინა არჩევნებზეც რასაც ვხედავდით, ახლაც იმავეს ვხედავთ, ახლა უბრალოდ გახარია დაემატა „ქართული ოცნების“ მეორე ფრთისთვის, რომელთა შორისაც ბზარი გაჩნდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს სათქმელი, ამიტომ ვაიგივებთ „ცხოველების ფერმასთან", იქაც ოპონენტების დემონიზება უნდა მოხდეს, რათა სრულიად დაიმონონ ადამიანების თავისუფალი ნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო