ვატო შაქარიშვილი - ოპოზიციისთვის ევროპარლამენტარების აზრი სავალდებულოა მაშინ, როდესაც „ოცნებას“ აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია თუ მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

ოპოზიციისთვის ევროპარლამენტარების აზრი სავალდებულოა მაშინ, როდესაც „ოცნებას“ აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია თუ მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ისინი აბსოლუტურად აცდენილები არიან მოსახლეობის ინტერესებს და მათი ერთადერთი მიზანი პოსტ - საარჩევნო პერიოდისთვის მზადებაა.

„სიახლე არ იქნება, თუ ისინი ეცდებიან სიტუაციის არევას, დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ამ სცენარის ნაწილი საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხიცაა“, - აღნიშნავს შაქარიშვილი.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან მკაფიო და ადეკვატურ რეაქციას ელოდება და არა ისეთ მდაბიო იუმორნარევ კომენტარებს, რასაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები აკეთებენ.

„როგორც ჩანს, მათ ავიწყდებათ, რომ მათი ვალდებულება სააკაშვილის აქ ჩამოყვანა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენება იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი“, - აცხადებს შაქარიშვილი.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, რომელიც საზოგადოებამ ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებების სახით იხილა და რომლებიც ოპოზიციას პირადი ინტერესების ნაცვლად ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ოპოზიციისთვის ევროპარლამენტარების აზრი სავალდებულოა მაშინ, როდესაც ოცნებას აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია თუ მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ“, - აცხადებს შაქარიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს