რევაზ სოხაძე - ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალ წელს სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალი წლიდან სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.

„მებრძოლთა ქუჩაზე ორი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ორი ჰექტარი ტერიტორია დაიბრუნა, სადაც მომავალი წლიდან სკეიტ პარკის მოწყობა დაიწყება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, სამგორში მცხოვრები მოზარდები დაინტერესებულები არიან გართობის ამ საშუალებით.

„ეს ბავშვები დღეს დედაენის პარკში დადიან სასრიალოდ, თუმცა, პრობლემაა, რომ მოზარდები ამხელა მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, სამგორის რაიონში ასეთი კომპლექსის გაჩენა ძალიან მაგარი იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც აქვე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, სკეიტ პარკები ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს.

„მზიურის პარკი, დედაენის პარკი, კიკვიძის პარკი - ამ პარკებში ყველგან მოეწყო სკეიტ პარკები, რომლებითაც უამრავი ახალგაზრდა და ბავშვი სარგებლობს, დატვირთულია ყოველ საღამოს, რაც ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი სპორტული გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გავაკეთებთ სკეიტ პარკებს, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის მოედნებს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს