კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაჰპირდა

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს ფართების დაკანონების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ამის შესახებ მან მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა.

„აუცილებლად დავეხმარებით მეფრინველეობის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალშიც, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ ფართები დაიკანონონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან 30-40 წელია აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ადამიანები გაურკვევლობაში არიან.

„ეს ცოტა უცნაური პრობლემაა. არსებობდა მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელმაც 30-40 წლის უკან მათთან დასაქმებულებისთვის სახლების აშენების უფლება გასცა. ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია იქ ცხოვრობენ და სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ეს ფართები დაკანონებული. კარგი იქნება, თუ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაჩქარებული წესით მოხდება, რადგან 30-40 წელია ეს ადამიანები გაურკვევლობაში არიან და საკუთარ ფართებს ვერ იმტკიცებენ“, - განაცხადა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს