ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდა მეცნიერის სანდრო ინასარიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი სანდრო ინასარიძე, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთია იმ საუკეთესო შედეგების მქონე 15 სტუდენტიდან, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სანდრო ინასარიძემ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM დარგებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ამის ნათელი მაგალითია ის წარმატებები, რომლის ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოიპოვა.

ის არის 2019, 2020 და 2021 წლების მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების ფინალისტი. ასევე, 2021 წლის ქართულისა და გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადებისა და „M ვექტორის“ ფინალისტი.

2019 წელს მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების გამო, მონაწილეობა მიიღო ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკში, რომლის ფარგლებშიც სანდრო გუნდთან ერთად ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაემგზავრა. მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიაში ვიზიტისას, ახალგაზრდები შეხვდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, გაეცნენ სამუშაო პროცესს, დაათვალიერეს ლაბორატორიები, დაესწრნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ. იქ ყოფნის დროს სანდროს და მის მეგობრებს მიეცათ შანსი, საკუთარი თვალით ენახათ დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი დეტექტორი (CMS), რომელიც 90 მ სიღრმეზე მდებარეობს (აღნიშნული CMS ექსპერიმენტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტია).

სკოლის პერიოდში სანდროს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სამეცნიერო ვორქშოფსა, თუ პროექტში, მათ შორის, საერთაშორისო მასტერკლასში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში (2019 წელი). ის, ასევე, ჩართული იყო მოხალისეობრივ საქმიანობაშიც.

კონკრეტული პროფესიის არჩევისკენ სფეროსადმი დიდმა ინტერესმა უბიძგა. თვლის, რომ ამ დარგში მიეცემა მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამაც ამიტომ აირჩია. სანდრომ თავისი შრომითა და მიღწევებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა უფასოდ სწავლის და ცხოვრების შანსი, ასევე, ყოველთვიური სტიპენდია.

„საქართველოში KIU უმაღლესი სტანდარტის მქონე უნივერსიტეტია, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება და ისეთ პროფესიონალად ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპისა, თუ ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, KIU უამრავ შესაძლებლობას მომცემს, მაპოვნინებს თავს პროფესიაში და მნიშვნელოვნად დამეხმარება განვითარებაში. კავშირი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), გაცვლითი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება სტუდენტს კარიერულ წინსვლაში, წამყვანი უცხოელი პროფესორები, კამპუსი, საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა - ეს იმ გარემოებების მცირე ჩამონათვალია, რამაც გადამაწყვეტინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება.

ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ხარისხიანი განათლების მიღება. პროფესიულ მიზნებს მას შემდეგ დავისახავ, რაც გარკვეულ ცოდნას დავაგროვებ და უფრო კონკრეტულ კარიერულ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდები“ , - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი სანდრო ინასარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა