ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირტუალურ ფორმატში საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და პარტნიორობას რეგიონულ ჭრილში, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში.

,,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო