საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ კომუნიკე გამოქვეყნდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.

„ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების იდეის გარშემო აერთიანებს. მისი განსახიერება არის ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვარის სამსახური და თავგანწირვა თავისუფალი საფრანგეთისთვის 1942 წელს, ელ ალამეინში, ვიცე-პოლკოვნიკისა, რომელიც ცნობილია ამ სიტყვებით : « ჩვენ, უცხოელები, მხოლოდ ერთი ფორმით თუ დავუმტკიცებთ საფრანგეთს მადლიერებას ჩვენი მიღებისთვის, ეს არის მისთვის სიკვდილი ».

საფრანგეთი, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ის ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრების, სახელდობრ პრესის თავისუფლების, და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს