გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მეცხოველეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც „კვლევისა და დახმარების ფონდის” (FASEP) პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ინიციატორმა, ბიზნესმენმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ჟაკ ფლურიმ მოაწერეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის.

„მადლობა მინდა, გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც წვრილფეხა მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცხოველეობის კუთხით არსებული ჩვენი მიზნების განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

FASEP პროექტის ბიუჯეტი 507 472 ევროა, რომელიც, ქართული მხარისთვის საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული კერძო კომპანიის „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ ფინანსური მხარდაჭერაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა