ირაკლი ღარიბაშვილი - კლასიკური დეზინფორმაცია ვიხილეთ, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, ეს არის ოპოზიციის ხელწერა, სახე, ეს არის ტყუილი, რაც გუშინვე დადასტურდა ევროპელი ლიდერების მხრიდან

დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის კლასიკური მაგალითი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ხელშესახები პროგრესი უვიზო რეჟიმია.

„ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. მანამდე, წინა მთავრობის დროს, ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ხელწერა, მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა ეს, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და ეს არც მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა