გივი მიქანაძე - ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი მყისიერად იქნება დაკავებული და შესაბამის პენიტენციურ სისტემაში გადაყვანილი

ჩამოსვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მყისიერად იქნება დაკავებული და შესაბამის პენიტენციურ სისტემაში გადაყვანილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც დამდგარია კანონიერი სასამართლო განაჩენი, უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს - ეს არის კანონის უზენაესობის უმთავრესი პრინციპი. ამ პრინციპზე ვაგებთ ჩვენ უკვე 9 წელიწადია ამ სახელმწიფოს და მიუხედავად იმისა, თუ ვის ეხება ეს საკითხი, თუ ამ ადამიანმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ეს არის სასამართლოს მიერ დადგენილი, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლის შემთხვევაში მყისიერად იქნება დაკავებული და შესაბამის პენიტენციურ სისტემაში გადაყვანილი, გამომდინარე იქიდან, რომ მის მიმართ არსებობს არაერთ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა