გიორგი ნონიაშვილი - თუ ვინმე პრობლემებს უქმნის საზოგადოებას უკანონო თვალთვალის და მიყურადების ნაწილში, ეს არის მთავრობა და სუს-ი, საპატრიარქო კი ხელს მედიისკენ იშვერს

საპატრიარქოს სუს-თან უნდა ჰქონდეს პრობლემა იმიტომ, რომ მათ სასულიერო პირებს უსმენდნენ, აშანტაჟებენ და შემდეგ საარჩევნოდ იყენებენ - საპატრიარქომ კრიტიკის სწორი ადრესატი უნდა შეარჩიოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილი საპატრიარქოს განცხადებას.

მისი თქმით, თუ ვინმე სცოდავს და პრობლემებს უქმნის საზოგადოებას უკანონო თვალთვალის და მიყურადღების ნაწილში, ეს არის მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„საპატრიარქო ხელს იშვერს მედიისკენ, მედია მათი თქმით სცოდავს იმის გამო, რომ აშუქებს ფარული ჩანაწერების და მიყურადების საკითხებს, მათ შორის სასულიერო პირების მიმართ და ამავდროულად გაგახსენებთ წინა კვირის განცხადებას, სადაც სასულიერო პირების მითითება იყო ის, რომ ისინი საკუთარ ძალაუფლებას გამოიყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ, არასწორი ადრესატები იპოვეს დასაპირისპირებლად ჩემი აზრით, თუ ვინმე სცოდავს და პრობლემებს უქმნის საზოგადოებას უკანონო თვალთვალის და მიყურადების ნაწილში, ეს არის მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამიტომ სუს-თან უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს პრობლემა იმიტომ, რომ მათ სასულიერო პირებს უსმენდნენ, აშანტაჟებენ და შემდეგ საარჩევნოდ იყენებენ, საპატრიარქომ მტრობის სწორი ადრესატი უნდა შეარჩიოს,“ - განაცხადა ნონიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა