ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები განიხილეს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, Deutsches Diagnosticum სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.

„მხარეებმა ასევე ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, გერმანულ მხარეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინა.

გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის Deutsches Diagnosticum-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

Deutsches Diagnosticum სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.

Deutsches Diagnosticum-ის პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს.

როგორც გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით, ასევე პირადი ექიმის თანხლებით, პაციენტები შეხვდებიან გერმანიიდან მოწვეულ კონსილიუმის ექიმებს და ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისს მიიღებენ, რომელიც საერთო გერმანულ მაღალ-კვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა