IDFI - მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს რეგულირების ხარისხი საქართველოში 6 მიმართულებიდან ყველაზე მაღალი ქულითაა შეფასებული, თუმცა, ბოლო წლის ანალიზით, უკუსვლა შეიმჩნევა ყველა სხვა მიმართულებაში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2020 წელს რეგულირების ხარისხი საქართველოში ექვსი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი ქულით არის შეფასებული, რაც წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ამ მიმართულებაში მიღებული ყველაზე მაღალი შედეგია. თუმცა, ბოლო წლის შეფასებით უკუსვლა შეიმჩნევა თითქმის ყველა სხვა მიმართულებაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩამოცდა მაქსიმალური შეფასების ნახევარს, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ კი მუდმივად ყველაზე დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული, რაც მაქსიმალური რეიტინგის ნახევართან მიახლოებულიც კი არ არის.

ანგარიშვალდებულება:

2020 წელს ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველოს მაჩვენებელი მაქსიმალური შეფასების ნახევარს ჩამოცდა და 49.76% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. 50%-ზე დაბალი შედეგი აღნიშნულ მიმართულებაში საქართველოს 2011 წლის შემდეგ არ ჰქონია. მიუხედავად გაუარესებული შედეგისა, ანგარიშვალდებულების მიმართულებით საქართველო უსწრებს უკრაინის გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.

პოლიტიკური სტაბილურობა:

პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე მოლდოვაა, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა და წინ უსწრებს უკრაინას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველო პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ ბოლო ადგილზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის წინ მყოფ საბერძნეთს.

მთავრობის ეფექტიანობა:

მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით საქართველოს 2020 წელს 75.48% აქვს, რაც გაუარესებული მაჩვენებელია 2019 წელთან შედარებით (76.92%), როდესაც საქართველომ ამ მიმართულებაში გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებაში საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მაჩვენებელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი რვა ქვეყანას უსწრებს: უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

კანონის უზენაესობა:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობით საქართველო ლიდერია, თუმცა, ქვეყანა საკუთარ მაჩვენებელს აუარესებს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველო უსწრებს იტალიასა და ბულგარეთს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება წევრი ქვეყნების უმეტესობას.

შეფასებები უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს