ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მოწყობილობების გამოსასწორებლად ოფიციალური განცხადებით მიმართეს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მოწყობილობების გამოსასწორებლად ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

მეზვრიშვილის განმარტებით, უნდა მოხდეს ბიულეტენის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირება, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტენზე შემოხაზული.

მისივე თქმით, აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად.

„დღეს ოფიციალურად მივმართეთ ცესკოს, რათა დაგვიდასტუროს, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ზედმიწევნით შეასრულებს მის მიერ მიღებულ N55 დადგენილებას და ხმის დათვლისას ვიდეო საშუალებით განახორციელებს ბიულეტენის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირებას, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტენზე შემოხაზული. აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვიდეოფიქსაციაში მხოლოდ ბიულეტენის სილუეტი ჩანს და შინაარსის გარკვევა აბსოლუტურად შეუძლებელია. გარდა ამისა, მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც საარჩევნო კომისიებში წევრები არ ჰყავს, პრაქტიკულად ეცლება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა