გრიგოლ ვაშაძე - როგორც კი მოგბეზრდებათ ჩვენი ყოფნა პოლიტიკურ პროცესში, იმწუთასვე წავალთ, განსხვავებით ბევრისგან, რომელსაც კარიდან აგდებენ და ფანჯრიდან მოძვრება შემდეგ

ამ კოალიციას აქვს, ის, რაც სხვას არ აქვს, ჩვენ საქართველოში მტერი არ გვყავს, მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ყველასთან ვითანამშრომლოთ და ამ სახელმწიფოში ავტორიტარიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და კანონის დარღვევა აღარასოდეს დავუშვათ, - ამის შესახებ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ მცხეთაში თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, როდესაც „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩეველს, პარტიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა აღარ მოუნდება, ისინი „ბევრისგან განსხვავებით, რომლებსაც "კარიდან აგდებენ და ფანჯრიდან მოძვრებიან“, იმწუთასვე წავლენ.

„მიილია საარჩევნო კამპანია, გილოცავთ, ფინიშის ხაზზე ვართ. არ იყო ეს ადვილი კამპანია, თითქმის რეკორდი დაამყარა შუღლით, დაპირისპირებებით და ურთიერთბრალდებებით. კარგად ვიმუშავეთ იმ პირობებში, რა პირობებიც გვქონდა, ახლა საქართველოს მოქალაქეების განაჩენს უნდა დაველოდოთ. ის ხმები, რასაც მივიღებთ, ამას სიმშვიდით შევხვდეთ, რადგან მთავარი გამარჯვება „მესამე ძალამ“ უკვე მოიპოვა. ჩვენ არ ვიყავით განებივრებული არც ფინანსურად და არც რეკლამებით, მაგრამ ამ კოალიციას აქვს ის, რაც სხვას არ აქვს. ჩვენ საქართველოში მტერი არ გვყავს, მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ყველასთან ვითანამშრომლოთ და ამ სახელმწიფოში ავტორიტარიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და კანონის დარღვევა აღარასოდეს დავუშვათ.

ყველა მოქალაქე, ვინც შემოხაზავთ 1-ელ ნომერს იცოდეთ, რომ მესამე ძალა ხართ თქვენ, ჩვენ მხოლოდ თქვენი დელეგატები ვართ და როგორც კი მოგბეზრდებათ ჩვენი ყოფნა პოლიტიკურ პროცესში, იმწუთასვე წავალთ, განსხვავებით ბევრისგან, რომელსაც კარიდან აგდებენ და ფანჯრიდან მოძვრება შემდეგ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა