30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 201.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 20.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 207.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და სხვა ცვლილების გამო 2.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.0 მლრდ აშშ დოლარი (31.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.5 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 689.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 518.2 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 941.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი (40.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 76.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (18.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.1 პროცენტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალს, 2021 წლის მეორე კვარტალში 115.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 112.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 689.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - აცხადებენ სებ-ში.

მათივე განცხადებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს