ამირან გამყრელიძე - თუ ყველა ავიცრებით, საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მსუბუქი იქნება - ვაქცინაციის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით პაკეტია მომზადებული, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გამჟღავნდება

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კიდევ სამი თვით გაუგრძელა ვადა „ფაიზერს,“ მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება, „ფაიზერის“ ათვისების ტემპი ისეთია, რომ მეტი გვჭირდება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის საქართველოს „ფაიზერის“ 570 ათასამდე დოზა აქვს და მისი ვადა ნოემბერ-დეკემბერია.

რაც შეეხება მოსალოდნელ ე.წ. მეხუთე ტალღას, გამყრელიძის თქმით, ის გაცილებით მსუბუქი იქნება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება.

„ჩვენ დღეს, („ფაიზერის“) ვაქცინის 570 ათასამდე დოზა გვაქვს, აქედან ნოემბრის ბოლომდე ვადა 150 ათასს აქვს, დანარჩენს - დეკემბრის ბოლომდე. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რაც წერია ფლაკონზე, კიდევ სამი თვით გაუგრძელა ვადა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება, „ფაიზერის“ ათვისების ტემპი ისეთია, რომ მეტი „ფაიზერი“ გვჭირდება. მიმართვიანობამ დაიკლო, მეტი მუშაობა გვინდა თქვენთან ერთად, კომუნიკაციის კუთხით.

„მეხუთე ტალღაზე“ არის საუბარი. თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მსუბუქი იქნება. ორშაბათ-სამშაბათს გამჟღავნდება, პაკეტია მომზადებული ვაქცინაციის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა