მამუკა მდინარაძე - 100 მეტრის რადიუსის გარეთ ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, მოუწოდოს მხარდაჭერისკენ - მოვუწოდებ მედიის  წარმომადგენლებს 100 მეტრი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს

100 მეტრიანი რადიუსის გარეთ აგიტაცია აკრძალული არ არის, ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, ვიღაცას მოუწოდოს მხარდაჭერისკენ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე მედიას მოუწოდებს ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს, თითქოს ეს აკრძალულია.

,,მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და მედიის წარმომადგენლებს, 100 მეტრიანი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს და ნუ დაუწყებენ დევნას, თუკი ვინმე იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვისაც შესაძლოა მაისური ეცვას, ან ვიღაცას ხვდებოდეს. მათ კანონით ამის უფლება აქვთ. მოგიწოდებთ, აქედან ნუ შექმნით პროვოკაციულ ფონს. მგონია, რომ ვიღაცეები ამას აპირებენ, მაგრამ ეს კანონით აკრძალული არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, 100 მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი.

„100 მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი - აგიტაცია, ე.წ ამომრჩევლის აღრიცხვა, რა დროსაც პარტიები თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში 100 მ. რადიუსის მკაფიო დეფინიცია შევქმენით, რომელიც აზღვევს ბევრ რისკს და მანიპულირების თეორიულ შანსებსაც კი გამორიცხავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს