გიორგი კალანდარიშვილი - კრწანისის ამომრჩეველსაც ექნება სამივე ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ოღონდ მას დახვდება არა სამი, არამედ ერთი ბიულეტენი

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კრწანისში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, 31 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები დახვდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კრწანისის ამომრჩეველსაც ექნება სამივე ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ოღონდ მას დახვდება არა სამი, არამედ ერთი ბიულეტენი.

„კრწანისში რეგისტრირებულ ამომრჩეველს 31 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის ელექტრონული აპარატები დახვდება. ეს ნიშნავს, რომ თუ სხვა ჩვეულებრივ უბანზე 3 ბიულეტენი იქნება ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული, კერძოდ, მეორობის კანდიდატების, მაჟორიტარი კანდიდატების და პროპორციული, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კრწანისის ამომრჩეველსაც ექნება სამივე ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ოღონდ მას დახვდება არა სამი ბიულეტენი, არამედ ერთი.

ეს იქნება სპეციალურად მოდელირებული, რომელშიც სვეტებად იქნება მოცემული სხვადასხვა ტიპის არჩევანი. მათ მოუწევთ შესაბამისი რგოლებით გაფერადება, ნაცვლად შემოხაზვისა და სხვა ფორმისა, რაც სხვა შემთხვევაში არსებობს“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მოდელის დადებითი მხარეა ის, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე, ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების ქვითარი, რაც მინიმალურ დროში გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ წინასწარი შედეგები, რომელიც იმ საარჩევნო უბანზეა.

„პილოტის მიზნებიდან გამომდინარე მოვახდენთ ხელით გადათვლას. როდესაც ყუთი გაიხსნება, ხელით დაითვლება და მხოლოდ ხელით გადათვლის შემდეგ მოხდება რეალური შედეგების დადება“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა