ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა

დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს კახა კალაძეც, ირაკლი ხელაძეც და „ქართული ოცნებაც“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებს, ძირითადად, იმ მისამართებზე შეხვდა, სადაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია სხვადასხვა პრობლემური საკითხი. ირაკლი ხელაძე დარწმუნებულია ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლების მხარდაჭერაში.

„დასკვნითი შეხვედრა გავმართეთ იმ ქუჩაზე, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. რაც მთავარია მოსახლეობა კეთილგანწყობას გამოხატავს ჩვენი მისამართით და დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს კახა კალაძეც, ირაკლი ხელაძეც და „ქართული ოცნებაც“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ", - განაცხადა კანდიდატმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან 70-ზე მეტი შეხვედრა გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო