ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ორგანიზაციები ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპებზე შეთანხმდნენ

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ პოლიტიკურ დეკლარაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეკლარაციაზე ხელმოწერით ისინი იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მათი წარმომადგნლები მიმართავენ ძალისხმევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებისათვის.

დეკლარაცია შედგება შვიდი პრინციპისგან, რომელიც მოიცავს:

რეგულარული ურთიერთობა ამომრჩევლებთან როგორც უშუალო შეხვედრებით, ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვის პროცედურების გამარტივება და ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა; „ერთი ფანჯრის პრინციპის“ და ინოვაციური ელექტრონული მომსახურების დანერგვა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მოქალაქეებისათვის ადვილად გასაგები მოდელის შეთავაზება; ინკლუზიური და ინტერესთა ჯგუფის საჭიროებათა მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.

აღნიშნული პრინციპების განხორციელებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს შემდეგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და დეკლარაციას ხელი მოაწერეს:

1.პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ სახელით - ელენე ხოშტარიამ

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით - ნიკა მელიამ

3. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ სახელით - ზურაბ(გირჩი) ჯაფარიძემ

4. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სახელით - გიგა ბოკერიამ

5. „ლელო“-ს სახელით - მამუკა ხაზარაძემ

6. „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" სახელით - გიორგი ვაშაძემ

7. „ლეიბორისტული“ (შრომის) პარტიის სახელით - ნინო მეტრეველმა

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე თავი შეიკავა ხელმოწერისგან.

დეკლარაცია ღიაა ხელმოწერებისათვის.

დეკლარაციის ტექსტი შემუშავებულია და პროცესი ორგანიზებულია კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ შემავალი ორგანიზაციების „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ და „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ მიერ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა