საქართველოში პირველად იურიდიული მომსახურების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იწყება

30 სექტემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“, სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურის“ ორგანიზებით კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იურიდიული დახმარების სამსახურში“ ჩატარდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „იურიდიული დახმარების სამსახური“ არის პირველი უწყება საქართველოში, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში, იურიდიული კონსულტაციების გაცემისას ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.

მათივე ცნობით, ინოვაციური სერვისი, რომელიც უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაში დაინერგება, მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას იურიდიულ დახმარებაზე და დაზოგავს ბენეფიციართა დროს.

„პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემუშავდება, სამსახურის ვებგვერდზე ჩაშენდება და საშუალებას მისცემს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღონ იურიდიული დახმარება. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით გააიოლებს ხელმისაწვდმობას სამართლებრივ დახმარებაზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო უცხოელებს, რომლებიც ქართულ ენას არ ფლობენ, შეუძლიათ კონსულტაცია მიიღონ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სამსახურში აცხადებენ, „იურიდიული დახმარების სამსახურისთვის“ ხელოვნურ ინტელექტის პროგრამის შექმნაში ეხმარება პლატფორმა https://www.knowledgetools.de, რომელიც ასევე პირველია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და მისი დახმარებით ხელოვნური ინტელექტი წარმატებით დაინერგა ბუნდესტაგისა და გერმანიის რამდენიმე სამინისტროს სერვისებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ადგილობრივი და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბი, დონორები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საქმეში.

კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში გერმანიიდან ჩაერთნენ კომპნია „ნოულიჯ თულს ინთერნეიშენალის“ (Knowelidge Tools International) დამფუძნებელი თილო ვენდი, სამართლის ინჟინერი ოსკარ ფონ კოსელი, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის პროგრამა მიმოიხილა შტეფან ბრაიდენბახმა, ხოლო პროგრამის პრაქტიკული პრეზენტაცია წარადგინა ლადო სირდაძემ.

„პროექტი გარკვეული გამოწვევების წინაშეც გვაყენებს და გამოწვევების დაძლევაშიც გვეხმარება. იურიდიული დახმარების სამსახური წელიწადში საშუალოდ 30 000 კონულტაციას გასცემს. მათი უმეტესობა ზეპირი კონსულტაციაა. სწორედ ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინერგება ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა კონსულტაციები გაიცეს წერილობით, გარდა „ცხელი ხაზის“ სატელეფონო კონსულტაციებისა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვის საშუალებით, სამსახურის იურისტ-კონსულტანტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე წამში გასცენ წერილობითი კონსულტაცია. გარდა დაზოგილი რესურსებისა, სამსახურს ექნება განზოგადებული მიდგომა გაწეული კონსულტაციების მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გაწეული კონსულტაციების ხარისხის უზრუნველყოფას”, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს იურიდიული დახმარების სამსახურის ინოვაციური პროექტის განხორციელებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა