ვიოლა ფონ კრამონი - მეგობრები არ იწერენ, არ უთვალთვალებენ - რა მიზეზითაც არ უნდა გაეკეთებინა ეს საქართველოს ჩვენი დიპლომატებისთვის, ყოვლად მიუღებელია

ვფიქრობ, რომ მეგობრებს შორის, როგორც წესი, არ ხდება მიყურადება - ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვიყავით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დიპლომატების „ფარული მოსმენის“ შესაძლებლობის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის გზა, რომელსაც რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი იყენებენ დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ და მსგავსი ქმედება მეგობრისა და ანგარიშგასაწევი პარტნიორისგან მიუღებელია.

„მეგობრები არ იწერენ, არ უთვალთვალებენ, ასე რომ, რა მიზეზითაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს ეს ჩვენი დიპლომატებისთვის, ეს ყოვლად მიუღებელია. ეს ის გზაა, როგორც გვეპყრობა რუსეთი ჩვენ, ეს ის გზაა როგორც აზერბაიჯანი ან ბელარუსი გვექცევა ჩვენ, მაგრამ მეგობრებს შორის უნდა იყოს მეტად ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი ქმედება ახლო მეგობრისგან და ანგარიშგასაწევი პარტნიორისგან, ასე რომ, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვიყავით. მეორე მხრივ, ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მიუღებელია“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს