კახა კუჭავა - არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს არის რეალობა და უნდა შეეგუოს ყველა

ოპონენტების აქცენტი კეთდება 3 ოქტომბერზე და არა არჩევნებზე. რომ შევადაროთ როგორ ატარებდნენ მანამდე საარჩევნო კამპანიას თბილისსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამას ადგილი არ ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე და არა წინასაარჩევნო დაპირებებზე.

„ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნების“ გზა, როგორც გვინდოდა, რომ გვეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, ნამდვილად შედეგს გამოიღებს 2 ოქტომბერს. ეს არის ორიენტირებული იმ დაპირებებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, რადგან ნურავის დაავიწყდება, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. რასაც ვერ ვხედავთ ოპონენტების მხრიდან, - შემდეგ გაუკვირდებათ, რატომ ვერ იქნებიან წარმატებულები. ერთია, რომ შეეცადო ხმების მიღებას, დაპირებებიდან კონკრეტული პროექტებზე, ამა თუ იმ რეგიონზე ისაუბრო, მეორე, -სცადო ხალხის მობილიზება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, რასაც ადგილი აქვს ოპონენტების მხრიდან. მათი აქცენტი კეთდება 3 ოქტომბერზე და არა არჩევნებზე. რომ შევადაროთ როგორ ატარებდნენ მანამდე საარჩევნო კამპანიას თბილისსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამას ადგილი არ ჰქონდა. დღეს მაქსიმალურად იყო მობილიზება „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, არა ის, რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამირჩიო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, არ შეიძლება რეფერენდუმი ვუწოდოთ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, იმ შემთხვევაშიც თუკი მმართველი პოლიტიკური პარტია 43%-ს ვერ აიღებს, რაც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

„აბსოლუტურად მიუღებელია ამას რეფერენდუმი დავარქვათ, საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. არ შეიძლება ასეთი ფორმით აწარმოო კამპანია და შემდეგ გიკვირდეს, რატომ არ ხარ წარმატებული, რატომ არ დაგიჭირეს მხარი. არ არის ეს რეფერენდუმი, ვერ იქნება ეს ფიზიკურად რეფერენდუმი. შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, ასე გაყიდონ მათ ეს პოზიციები, მაგრამ საუბარია მერებისა და საკრებულოს წევრების არჩევნებზე.

არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ამ არჩევნების შემდეგ საქმიანობას, ეს იქნება პარლამენტი თუ ახლად არჩეული მერი და საკრებულოს წევრები, - ეს არის რეალობა და ამას უნდა შეეგუოს ყველა. დარწმუნებული ვარ, რომ 43%-ზე მეტს ავიღებთ და საერთოდ არ იქნება ამის საჭიროება 2 ოქტომბრის შემდეგ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს არის რეალობა და უნდა შეეგუოს ყველა

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს