კახა კუჭავა - გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი - თავდაცვის სამინისტრომ მისი განცხადებით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო

ძალიან კარგია, რომ მალევე გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ განცხადება და ამით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო - გამორიცხულია მედიის მიმართ შეტევაზე საუბარი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც კუჭავა განმარტავს, სპეკულაცია იყო შეფასებები, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელს თავისუფალ მედიასთან კავშირი აქვს.

„ ძალიან კარგია, რომ განცხადება მალევე გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ და ამით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო, თითქოს, რამე კავშირი აქვს ამას თავისუფალ მედიასთან. ასევე იყო განცხადება, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დეზინფორმაციაა რომელიმე ტელევიზიასთან იყო კავშირში“, - აღნიშნავს კუჭავა.

მან თანაპარტიელის ირაკლი კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნავდა, რომ 3 ტელევიზიაში, „ფორმულაში“, „ტვ პირველსა“ და „მთავარში“ შავი ფული ტრიალებს და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. როგორც კახა კუჭავა განმარტავს, გამოსაძიებელია ყველა ის ადგილი, სადაც „შავი ფული“ ტრიალებს.

„შავი ფული“ სადაც არ უნდა ტრიალებდეს ტელევიზია იქნება, თუ სხვა, გამოსაძიებელია, ეს ხომ ფაქტია. ამაზე საუბარი არ იყო ახლა, დიდიხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი არის, თუ არ არის. თუ რამე ეჭვი არსებობს საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს კუჭავა.

მისივე თქმით, მედიაზე შტურმის საფუძველი არ არსებობს და გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი.

„ ვერავინ იტყვის, რომ დღეს არ აქვს უფლება თავისუფლად ისაუბროს, აზრი გამოთქვას, ან კრიტიკა. სამწუხაროდ, პირდაპირ ეთერში ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ პოლიტიკოსებს კრიტიკას ცდება. ეს არის შეურაცხყოფა, დამცირება და ყველაფერი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ რიტორიკას, რომელსაც ვისმენთ. განსაკუთრებით, როდესაც შენზე მოდის შეურაცხყოფა რთულია კრიტიკის გარეშე დატოვო. ამას სახელი ერქმევა, რომ მედიაზე არის კრიტიკული გამონათქვამები. თავდასხვა, ვინმეს გაჩერებას და აკრძალვას ადგილი არ აქვს.

ექვსი არჩევნები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“. ყოველი არჩევნების წინ, ან შემდეგ ყოველთვის იყო მსგავსი საუბრები. რამე მსგავსი იყო განხორციელებული? რა თქმა უნდა, არც იყო და არც იქნება. გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი“, - აღნიშნავს კუჭავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა