კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩზე - ნებისმიერი, ვინც უკვე არქმევს სახელს, რომ ეს არის უკანონო მოსმენა, იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ გაკეთდა ეს განცხადება

ნებისმიერი ადამიანი, ვინც უკვე არქმევს სახელს, რომ ეს არის უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ რატომ გაკეთდა ეს განცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკული განცხადებები შეაფასა.

კახა კუჭავას თქმით, სანამ არ დადასტურდება, რომ გავრცელებული მასალები ავთენტურია და ის უკანონოდაა მოპოვებული, მანამდე ამის მტკიცება არ შეიძლება.

„მე ზოგადად მოსმენებთან დაკავშირებით ვთქვი, რომ სანამ არ დადასტურდება ფაქტი, რომ ეს უკანონო მოსმენა იყო, არ შეიძლება, ამას დავარქვათ უკანონო მოსმენები. კრებსები, სადაც მოკლე შინაარსია გარკვეული საუბრების, რომელიც შეიძლება დაიწეროს და ჩვენ უნდა დავადგინოთ, რეალურად გამოტანილი ინფორმაციაა, უკანონოდ მოსმენის შედეგია, კანონიერი მოსმენის, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი იყო ან ვიღაცის მოგონილია თუ არა. ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს შემდეგ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას უკვე არქმევს სახელს, რომ ეს არის უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ რატომ გაკეთდა ეს განცხადება”, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავამ ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაპირისპირებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კარლ ჰარცელმა ირაკლი კობახიძის განცხადებას „ღირსეული“ უწოდა.

„წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე აძლევს ინტერვიუს და ინტერვიუს მიცემის დროს ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიერ ჩარევა და შემდეგ კი ნახეთ, რაც მოყვა ამას. იგივე, რომ გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ვერასოდეს ვერ ნახავენ ამას, მაგრამ წარმოიდგინეთ, მელია რომ აძლევდეს ინტერვიუს და გაეკეთებინა მსგავსი ქმედება, რაც მელიამ ქნა, რა რეაქცია იქნებოდა ყველასგან. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ კარლ ჰარცელის განცხადება, რომელმაც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ღირსეული“ უწოდა. ირაკლიმ, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაცია მისგან არ მოდიოდა და თვითონ სიტუაცია იყო არასასიამოვნო რაც იქ ვნახეთ, ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი და თავშეკავება მართებს ყველას. ფაქტი ერთია, სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს. კამერებზეა გადაღებული ყველაფერი და ჩანს, რაც გააკეთა მელიამ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა