გია ხუხაშვილი - ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს, ამ დროს ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია, პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

“მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს. ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ... ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა“, - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის უკვე საქართველოშია.

“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, - წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა