ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააყენეს საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის ვიდეო-გადაღებას

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააყენეს საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის ვიდეო-გადაღებას და ასევე, წინასაარჩევნო გარემოს.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-მ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელა და ჯერ კიდევ გაუგებარია, „აპირებს თუ არა ცესკო ხმების დათვლის პროცესში ვიდეო-გადაღება აწარმოოს ისე, რომ გამოჩნდეს ბიულეტენის პირველი გვერდი და შემოხაზული პარტია, კანდიდატი“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რა ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე დაისვა, იყო კამერებთან დაკავშირებული. ცესკო-მ გაავრცელა ურთიერთგამომრიცხავი განცხადება. ხვალ არჩევნებია და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, აპირებს თუ არა ცესკო, შეასრულოს მის მიერვე მიღებული დადგენილება და აპირებს თუ არა ხმების დათვლის პროცესში ვიდეო-გადაღება აწარმოოს ისე, რომ გამოჩნდეს ბიულეტენის პირველი გვერდი და შემოხაზული პარტია, კანდიდატი ვიდეოში, რაც შემდეგ რაც აიტვირთება ცესკო-ს მიერ განსაზღვრულ პორტალზე. ველოდებით ცესკო-სგან ოფიციალურ განცხადებას და ევროპარლამენტარებთან საუბრისას ამას ხაზი გავუსვით. ამის გარეშე კამერებს აზრი ეკარგება. ევროპარლამენტარებს ვუთხარით, რომ არ შევეგუებით იმას, რომ ცესკო-ს ან „ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან ამ ნაწილში მანიპულაციას ჰქონდეს ადგილი.

მეორე, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის წინასაარჩევნო გარემო, რა გარემოშიც პარტიას „საქართველოსთვის“ მოუწია მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდა განცხადებებს, რომ თითქოს საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი და თავისუფალი, ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო თავისუფალისგან, სამართლიანისგან და მშვიდისგან, იმიტომ, რომ ვხედავდით ცილისწამების კამპანიას პარტიის ლიდერის და წევრების მიმართ, ვხედავდით თავდასხმებს, პოლიტიკური ნიშნით დევნას და არ გვინახავს არცერთი სამართლებრივი პასუხი პროკურატურისგან და პოლიტიკური პასუხი „ოცნებისგან“, რომ მინიმუმ დაეგმოთ სიძულვილის ენა, რასაც ჩვენი პარტიის მისამართით ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვუთხარით ევროპარლამენტარებს, რომ ამ ყველაფერმა ჩვენ მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე მოახდინა გავლენა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს