„თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელმიკო“ ავრცელებს.

ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლებს.

რა მომსახურებას მიიღებენ აბონენტები სერვისცენტრში?

თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრში აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

  • ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;
  • ბრუნვის ისტორიის მიღება;
  • მომხმარებლის განაცხადის მიღება:
  • რეკვიზიტების დაზუსტება;
  • ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
  • გადახდილი თანხის კორექტირება;
  • დავალიანების გადანაწილება;
  • გადახდის ვადის გადავადება და სხვა.

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალური დირექტორის დმიტრი გოლოვკოს განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ 5 ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება.

„ჩვენი მიზანია, რომ „თელმიკოს“ ნებისმიერი სერვისი მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვინდა, აქ მოსულმა მომხმარებლებმა კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება“,- განაცხადა დმიტრი გოლოვკომ.

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თბილისში, ოთარ ჩხეიძის №10-ში მდებარეობას და ის აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა