გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქართული საზოგადოების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა და ამისთვის შექმნილი საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ცნობილია.

„ვითარება არ იცვლება იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი საერთაშორისო ყურადღება, ვიდრე 1 წლის წინ იყო, მაგრამ ეს არის დადებითი ფაქტორი. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა მოხდება ხვალ. ამის შემდეგ, ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ მყარ ნებას სრული და აქტიური მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება ისეთი მხარდაჭერა, რომლის იგნორირებაც ივანიშვილის რეჟიმისთვის შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი ამ ქვეყნის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და დღის წესრიგიდან მოხსნათ ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბები, როგორსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ვაწყდებით. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ.

ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა